ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი (ფოტოზე მარცხნიდან პირველი) სოფლებში, პატარა ხანჩალსა და კათნატუში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
მან მერის მოადგილე არტავაზდ ტონოიანთან, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროს სოს ბდოიანთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნინოწმინდის მენეჯერ არზუნ გოროიანთან და სოფელ ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტ არმენ ავაკიანთან ერთად, სოფელ პატარა ხანჩალში სასმელი წყლის სათავე რეზერვუარი დაათვალიერა, კათნატუსა და მიმდებარე სოფლებში კი გარე განათებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მერი სოფელ სათხის საჯარო სკოლის პედკოლექტივსა და მოსწავლეებსაც შეხვდა. აღნიშნულ სკოლაში მიმდინარე კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი სოფლის კლუბში გაგრძელდება.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.