სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, N15 საჯარო სკოლაში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რეჟისორ გეგა ქურციკიძის ხელმძღვანელობით, კუპრინის ნაწარმოების მიხედვით ბავშვებმა სპექტაკლი „საოცარი ექიმი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში N15 , N8 , N6 და N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა გაწეული შრომისათვის, მადლობა გადაუხადა N15 საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგებს და ბავშვებს.
სპექტაკლის ბოლოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სკოლის ახლადაღდგენილი სპორტდარბაზი დაათვალიერეს.
ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.