გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გაიზრდება მანდატურის ეფექტიანობა, მანამდე კი საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული სკოლებში უსაფრთხოების ზომების დასაცავად
07-12-2017, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შიანაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გაიზრდება მანდატურის ეფექტიანობა, მანამდე კი საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული სკოლებში უსაფრთხოების ზომების დასაცავად.

 

 

როგორც მან აღნიშნა, შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე პროკურატურა შედის.

 

 

შეკითხვაზე, რა რესურსს წაიღებს საპატრულო პოლიციის სკოლებთან მორიგეობა, მინისტრმა თქვა, რომ ეს დიდ რესურსს წაიღებს.

 

 

„ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის მოცულობის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ, მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდა, ამისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მთავარი ამოცანა არის, მანდატურის სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც როგორც ჩანს ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ სასწრაფოდ, ახლა ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული”, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი