რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამართა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ძირითად მიზანს სკოლებში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, კულტურის სახლებსა და სოფლის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვა წარმოადგენდა.
„გუბერნატორის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურები პერიოდულ მონიტორინგს აწარმოებენ, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაძლო პრობლემების შესასწავლად.
გუბერნატორმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილა მონიტორინგის შედეგები, რის შემდეგაც მისცა მითითება შესაბამის სამსახურებს დროულად დაიწყონ მუშაობა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და გარკვეულ ვადებში წარმოადგინონ ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში", აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.