საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები სპეციალურ ფიზიკურ მომზადებას გადიან. ათ სამხედრო მოსამსახურეს სამი დღის განმავლობაში საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი ინსტრუქტორი, მაიკლ ბარვისი „ჩემპიონთა აკადემიაში“ სპეციალურ ფიზიკურ ვარჯიშებს შესთავაზებს. მოგვიანებით გადამზადებული ქართველი ჯარისკაცები მიღებულ გამოცდილებას თანამებრძოლებს გაუზიარებენ.
სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური მომზადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ჩემპიონთა აკადემიის“ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. „ჩემპიონთა აკადემია“ მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ამერიკული ცენტრია, სადაც სპორტსმენებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ამზადებენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.