შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარი ამ დროისთვის დაბალი ზონის სოფლებში 70-80, ხოლო მაღალ ზონაში 100-1300 სმ-ს აღწევს.
შუახევის მერიის ცნობით, უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მისასვლელი გზები ჩაკეტა, შეჩერებულია სასწავლო პროცესი და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ენერგომომარაგება შეზღუდულია.
„დილიდან მიმდინარეობს დაბის ქუჩებისა და საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები. გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ მერიის თანამშრომლებიც.
35-კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს.
საგანმანათლებლო პროცესი შეჩერებულია მუნიციპალიტეტის 28 სკოლაში. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხიჭაურის და დაბის სტრუქტურულ ერთეულში.
მერიაში საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.