საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართულ ფეხბურთში შესაძლო გარიგებული მატჩების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
გიორგაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ძალიან აქტიურად მოხდება მუშაობა ამ მიმართულებით როგორც პრევენციის, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში.
„ზოგადად, საქართველო სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანაა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ როგორც პრევენციის, ისე შესაძლო გადაცდომების ნაწილში”, განაცხადა გიორგაძემ.
6 დეკემბერს ქართველი მსაჯი ილია ტუღუში მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი აცხადებს, რომ ილია ტუღუში მოკლულია და აღნიშნულს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.