„უხერხულია, კალაძე მილანში პირად კონტაქტებს აბრალებდეს ნარმანიას მაშინ, როდესაც შესაძლოა, რუკაზე ვერ იპოვოს მილანი დავით ნარმანიამ“ - ლევან ხაბეიშვილი
08-12-2017, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა.

 

 

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, „გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, როგორ მოხდა კომპანიის შერჩევა, როგორ „დაემთხვა", რომ ეს კომპანია არის მილანური და როგორ ხდება, რომ სამჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ოდესმე დახარჯულა".

 


„კახა კალაძის განცხადებას, რომ მან ფაქტობრივად, გადააბრალა დავით ნარმანიას და თქვა, რომ თურმე, ნარმანიამ მოიძია მილანური კომპანია. უხერხულია, კალაძე პირად კონტაქტებს აბრალებდეს ნარმანიას მაშინ, როდესაც შესაძლოა, რუკაზე ვერ იპოვოს მილანი დავით ნარმანიამ....

 

 

რაც შეეხება გამოძიების ობიექტურობას, ამ საქმეს გამოიძიებს თუ არა პროკურატურა ნაკლებმნიშვნელოვანია, ეს საქმეები იდება თაროზე, მოვა ხელისუფლება და აუცილებლად გადახედავს ყველა იმ საქმეს, რომელზეც დოკუმენტალურად მასალები გვაქვს შემოტანილი", განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი