230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად. ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.
საპროტესტო აქციები და ისრაელის სამხედროებთან შეტაკებები შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას უკავშირდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ისრაელის სამხედროებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - საპასუხოდ კი, სამხედროებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
ტრამპმა ოთხშაბათს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა შეერთებული შტატების ათწლეულობით არსებულ პოლიტიკაში, რითაც პალესტინელებისთვის ხანგრძლივი საერთაშორისო გარანტიები, რომ წმინდა ქალაქის ბედი მოლაპარაკებებით იქნებოდა განსაზღვრული, მთლიანად თავდაყირა დააყენა.
ღაზას სექტორში, „ჰამასის“ლიდერმა, ისმაილ ჰანიეჰმა გუშინ პალესტინელებს მოუწოდა პარასკევს ისრაელის წინააღმდეგ ახალი ინტიფადა (ამბოხება) დაეწყოთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.