ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამატებით შ.პ. ს "მექანიზატორის" 6 ტრაქტორი შევიდა. აღნიშნული ტრაქტორები საღანძილის, ვახანის, კიცხის, წყალაფორეთისა და ვარძიის ადმინსტრაციულ ერთეულებში გადანაწილდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინსტრაციულ ერთეულებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ შეექნება.
„ამ ეტაპზე „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების“ პროგრამის ფარგლებში დამუშავებულია 150 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, ხოლო 110 ჰექტრამდე კერძო ტრაქტორით," - აღნიშნა მაჭავარიანმა.
შპს „მექანიზატორი“ აქტიურად არის ჩართული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების“ პროგრამაში და ნიადაგის ხნა-თესვის პროცესში მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკურ მომსახურებას უწევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.