პოკინბოროდა სააკაშვილის დაკავებაზე: ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას - თუ უახლოეს დღეებში მე რამე დამემართება, ეს ნიშნავს, რომ სწორ კვალზე გავედი
09-12-2017, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსი იური პოკინბოროდა ეხმაურება. უკრაინული გამოცემა hromadske.ua-ს ინფორმაციით,  პოკინბოროდა აცხადებს, რომ რადგან სააკაშვილის დაკავება მის ბინაში მოხდა, გარკვეულ ძალებს მომხდარში მისი დადანაშაულება სურთ.

 

 

პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებას ჩაატარებს.

 

 

„დღეს, ჩემს ბინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი რაც მოხდა, იყო მოსალოდნელი და ამავდროულად, მოულოდნელიც. მე როგორც პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, კარგად მესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები და ასევე, სპეცსამსახურები იმ სახელმწიფოების, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძივიან - ესაა რუსეთი. კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ მე არ დამაკავეს. ვვარაუდობ, რომ სურთ მახე დამიგონ და სააკაშვილის დაკავებაში დამნაშავედ გამომიყვანონ. შემიძლია გითხრათ ერთი, მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას. თუ უახლოეს დღეებში მე რამე დამემართება ეს ნიშნავს, რომ სწორ კვალზე გავედი", აცხადებს იური პოკინბოროდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი