„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
უდუმაშვილის თქმით, დღეს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, რა დროსაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
„ფაქტია, რომ პოროშენკო წაგებულ თამაშს თამაშობს. თითოეული მისი ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ასრულებს კატალიზატორის როლს ამ პროცესებში.
ჩვენ სცენარის განვითარების ნებისმიერი ვარიანტისთვის მზად ვართ, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს სამოქმედო შემუშავებული, რომელსაც მივყვებით. თუმცა, დღეს პარტიის პოლიტსაბჭო კიდევ შეიკრიბება დამატებით საღამოს და უკვე განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს", განაცხადა უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.