ისნის გამგებელი: ლაბორატორიის ექსპერტებმა დღეს თქვეს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია
09-12-2017, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის გამგებელი კახა ლაბუჩიძე აცხადებს, რომ ლაბორატორიის ექსპერტების დასკვნით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში ცხოვრება საფრთხისშემცველი არ არის.

 

 

„ლაბორატორიის ექსპერტებმა დღეს თქვეს, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. აქ ცხოვრება საფრთხისშემცველი არ არის. რა თქმა უნდა, ახლა შესაბამის პროცედურებს გავივლით და იმ ადამიანებს, რომლებიც გვყავს სასტუმროში, სახლებში ეტაპობრივად დავაბრუნებთ. ეს შეიძლება მოხდეს დღეს დღის ბოლოდან ან ხვალ დილიდან.

 

 

ამასთან, მანამდე „თელასი“ gwp „ყაზტრანსგაზი“ შეასრულებენ თავიანთ სამუშაოებს, რომ ყველაფერი იყოს გადამოწმებული და ამის შემდეგ შეუშვებენ ამ ადამიანებს. დაბრუნდება 15 ოჯახი.

 

 

რაც შეეხება კომპენსაციასა და თანხებს, ეს არის დროის ამბავი და, ალბათ, მომავალი კვირიდან დაიწყება ეს სამუშაოები“, განაცხადა ისნის გამგებელმა.

 

 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია, ხოლო მოკლულთა შორის, სუს-ის ცნობით, ახმედ ჩატაევია.

 

 

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი