პოლიტიკური პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. მიმართვა ტიმოშნეკომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
„მმართველობის მეოთხე წელს თქვენ ხდებით ერთდროულად პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეარხის პროდიუსერი. ახლა გისოსებს მიღმა აგდებთ თქვენს ოპონენტებს, რასაც იანუკოვიჩი აკეთებდა. გაიხსენეთ ყველაფერი როგორ დასრულდა“, წერს სოციალურ ქსელში იულია ტიმოშენკო.
ტიმოშენკო მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სააკაშვილი და არ შეარცხვინოს უკრაინა საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.