ვახტანგ ძაბირაძე: მთავრობაში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი
11-05-2015, 02:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, შემოდგომაზე მთავრობაში ახალი საკადრო ცვლილებები განხორციელდება და ეს სავარაუდოდ, ეკონომიკურ გუნდს შეეხება.


ვახტანგ ძაბირაძემ ეს, გაზეთ ,,კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, პრემიერს ექვსი მინისტრის შეცვლა შეუძლია, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას.


,,საზოგადოება ელოდა, რომ ეკონომიკური გუნდი შეიცვლებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს არ მოხდა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ მთავრობაში ცვლილებები არ დასრულებულა.


ვფიქრობ, შემოდგომამდე არაერთი ცვლილების მოწმენი გავხდებით. ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და ახლა პრემიერს აქვს საშუალება, ექვსი მინისტრი შეცვალოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს და საამისოდ პარლამენტის თანხმობა არ დასჭირდება. ვფიქრობ, უფრო რადიკალური ნაბიჯებიც იქნება გადადგმული", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.


ამასთან, კონსტიტუციონალისტს მიაჩნია, რომ ახალი მთავრობა ეკონომიკური მიმართულებით რადიკალური ზომების მიღებისთვის მზად არ არის.


,,მთავრობა, თუნდაც განახლებული შემადგენლობით, ვეჭვობ, ამ მიმართულებით რაიმე რადიკალური ზომების მიღებისთვის იყოს მზად. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, მოხდა ზოგიერთი ობიექტების პრივატიზაცია და კიდევ აპირებენ, რომ ელოდებიან ტურისტების დიდ ნაკადს, მაგრამ არა მგონია, ეს საკმარისი იყოს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი