საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის ის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო-ს სადამფუძნებლო პრინციპებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს შემადგენლობაში საერთაშორისო საზოგადოება მოიაზრებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ე.წ. რეალობის დაკანონებას, არ იქნება მიღებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ეს კარგად გამოჩნდა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, სადაც რუსეთის ფედერაცია არის ერთადერთი, რომელსაც გააჩნია ეს პოზიცია”, განაცხადა ჯანელიძემ.
ავსტრიაში, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას, როდის აპირებს რუსეთი, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, ლავროვმა ასე უპასუხა:
„რუსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ახალი რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.