საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი კიევში სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს.
„ახლა, როცა ჩემი მეუღლე დაკავებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რომ დავიცვათ მისი იდეალები.
აშკარაა, რომ მიშას დაკავებას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს. მას ემუქრებოდნენ იმ მომენტიდან, როცა, დაახლოებით 1 წლის წინ, ის ოპოზიციაში გადავიდა. ამ საფრთხეების მიუხედავად, მან მაინც გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლონეთიდან უკრაინაში და გაეგრძელებინა დაუღალავი ბრძოლა უკრაინისთვის.
რამდენიმე წლის წინ, მიშა თავად უკრაინის ხელისუფლებამ დაპატიჟა უკრაინაში, რათა გაეკეთებინა ის, რაშიც ის საუკეთესოა - ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ამგვარად გამოთავისუფლებული რესურსები მიემართა ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სწრაფ განვითარებას გამოიწვევდა.
მას ეს გაკეთებული აქვს საქართველოში და შეუძლია ამის გაკეთება უკრაინაში, იგივე, თუ მეტი წარმატებით არა - რამეთუ უკრაინას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. უკრაინის წარმატება კი საქართველოს წარმატებაცაა.
როგორც გაირკვა, უკრაინის პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები არ აღმოჩნდნენ მზად საჭირო რეფორმების გასატარებლად და ქვეყანაში მოდებულ კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლისთვის. მიშა სწრაფად უახლოვდებოდა მათ ბიზნესინტერესებს და მათ მრავალმილიარდიან იმპერიებს. შესაბამისად, მას ებრძოდნენ და მის ინიციატივებს ბლოკავდნენ. როცა მან ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, უკრაინის პრეზიდენტმა მიშას იმ მომენტისთვის მისი ერთადერთი - უკრაინული - მოქალაქეობა წაართვა.
ამჟამად ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინის ხელისუფლების უაღრესად ლაჩრული საქციელისა: მოქალაქეობაჩამორთმეული პირის დაკავება შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე, რომელთა ერთადერთი მიზანი მისი გაჩუმებაა. ეს ვერ იმუშავებს. უკრაინელები საერთაშორისო მხარდაჭერით აუცილებლად დაადასტურებენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ამგვარი მოპყრობა უკანონო და მიუღებელია", წერს რულოვსი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.