უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც ლუცენკო წერს, აქციის დროს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ატარებდა უკრაინელი სამხედროების გაცვლის საკითხზე.
„აქციის მონაწილეების კერპის, სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნიდან არასდროს გავქცეულვარ. შაბათობით ყოველთვის ვმუშაობ. აქციის დროს უმნიშვნელოვანესს შეხვედრას ვმართავდი ჩვენი სამხედროების გაცვლასთან დაკავშირებით. შალის კუბოკრული „პლედი“ არ მჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მე სამართლიანად ვმუშაობ და მეორეც, მათი კერპის, სააკაშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ქვეყნიდან არ გავქცეულვარ“, განაცხადა იური ლუცენკომ.
კიევში, უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან „ავტომაიდნის“ მონაწილეები იყვნენ შეკრებილი. დეპუტატ ვლადიმერ პარასიუკის ინფორმაციით, აქტივისტებმა აქციაზე კორუფციის სიმბოლო, შალის კუბოკრული პლედები მიიტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.