„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
აღნიშნული განცხადება პარტიის ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს", აღნიშნა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა".
„ამგვარი ქმედება განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობის და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე....
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურო დევნა და ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს....
ივანიშვილის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს უკიდურესად მძიმე შექმნილი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია და შეწყვიტოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით", განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.