პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ „დასავლეთში არსებობს ორჭოფობა“, როგორც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ისე, მისი ოპონენტის, დღეს უკვე დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მისი აზრით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს „ერთის მხრივ, უყურებენ, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორს“, მაგრამ მეორეს მხრივ, სააკაშვილს აქვს შანსი რომ „იყოს დასავლეთის მოკავშირე“.
„დასავლეთში არსებოს ერთგვარი სიფრთხილე პოროშენკოსთან მიმართებაში - ერთის მხრივ, საჭიროა მასზე ზეწოლა, მაგრამ აი, მეტი არ მოგვივიდეს, ეს ორჭოფობა ჩემი შთაბეჭდილებით, არსებობს.
„სააკაშვილის მიმართაც არის ორჭოფობა, ერთის მხრივ, მას უყურებენ, როგორც დესტაბილიზაციის ფაქტორს, რომელიც პირადი ძალაუფლებისთვის იბრძვის და რაღაც ეს ამოძრავებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც მართალია, რომ მარტო დასავლეთის ზეწოლა არ არის საკმარისი, საჭიროა პოროშენკო იყოს ქვევიდან ზეწოლის ქვეშ, ანუ ხალხის მხრიდან ზეწოლის ქვეშ და აი, ამ ხალხის მხრიდან ზეწოლის მობილიზაციაში, სააკაშვილი რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს დასავლეთის მოკავშირე“, თქვა ნოდიამ „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვის დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.