საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დავით ასათიანმა მიიღო, მაგრამ ის გამარჯვებულად არ გამოცხადებულა, რადგან შესაძლოა, არჩევნების მეორე ტური გაიმართოს
10-12-2017, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა, 1128 ხმა, დავით ასათიანმა მიიღო, მას კი ლევან ჯანაშია, 632 ხმით, მოყვება, თუმცა ჯერჯერობით, ასათიანი გამარჯვებულად არ გამოცხადებულა, რადგან პროცედურული ბუნდოვანების გამო, შესაძლოა არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო.

 


არჩევნებში სულ 12 კანდიდატი იყო წარმოდგენილი და 2 324 დელეგატის მიერ მიცემული ხმების მიხედვით, თავმჯდომარეობის პრეტენდენტთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

 


ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.

 


იმის მიუხედავად, რომ დავით ასათიანი დიდი უპირატესობით ლიდერობს, როგორც ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, პროცედურის ბუნდოვანი ჩანაწერის გამო, შესაძლოა მეორე ტურის გამართვის აუცილებლობა დადგეს და ასეთ შემთხვევაში თუკი მეორე ტურში მონაწილეობას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.

 


„რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შეიძლება დადგეს მეორე ტურის აუცილებლობა, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ წესდებაში წერია - ხმათა რაოდენობა ითვლება დამსწრეთა რაოდენობის უმრავლესობის შესაბამისად. პროცედურაში ზუსტად არ იყო გაწერილი, რა იგულისხმება დამსწრეში. შესაძლებელი იყო ამ ტერმინის მრავალმხრივ გაგება. საბოლოო ჯამში, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ის რაც მოგახსენეთ. საბოლოო შედეგები იქნება შემაჯამებელ ოქმში, სავარაუდოდ ხვალ და მათ შორის, მეორე ტურთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ხვალვე იქნება საუბარი“, განაცხადა ივანე პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

დავით ასათიანმა კი კოლეგებს, „უპრეცედენტო მხარდაჭერის“ გამო, მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში ღირსეულად გაიმარჯვებს.

 


„მინდა აღვნიშნო, რომ იმ მაღალი აგრესიულობის ფონზე, რომელიც ამ არჩევნებზე იყო, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი და ჩვენი გუნდის. ჩვენ დაველოდებით საბოლოო შედეგს. კანონი იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, მაგრამ პროფესიული ინტერესებიდან, ადვოკატთა ასოციაციის კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც არ გადავიტანთ ამ ინტერპრეტაციის საკითხს სასამართლოში და თუ საჭირო გახდა, გავალთ მეორე ტურში და გავიმარჯვებთ“, განუცხადა ჟურნალისტებს დავით ასათიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი