პოეტ რეზო ამაშუკელის განცხადებით, ახალი მინისტრების დანიშვნით ქვეყანაში აბსოლუტური გადატრიალება მოხდა. რეზო ამაშუკელმა ეს, გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ,,რესპუბლიკელი“ მინისტრები ქვეყნისთვის სასიკეთოს არაფერს გააკეთებენ.
,,ამ ახალი მინისტრების დანიშვნით ქვეყანაში აბსოლუტური გადატრიალება მოხდა. ,,რესპუბლიკელები“ საქართველოსთვის არაფერს გააკეთებენ, რადგან მათ ჩვენი ქვეყანა სძულთ. არ ვამბობ, რომ ხიდაშელი უნიჭოა, ბევრიც შეუძლია, მაგრამ მისი მენტალიტეტი მიუღებელია. ვიმეორებ, სახელმწიფო გადატრიალება უკვე მოხდა და ეს უკვე გაფორმებულია“,- აცხადებს ამაშუკელი.
ამასთან, პოეტი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი არა, ამერიკა და დასავლეთი მართავს.
,,ბიძინა ივანიშვილმა დიდი საქმე გააკეთა და სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები, მაგრამ აქვე ვამატებ, რომ მისი არეალიდან სახელმწიფოს ბედი გასულია და ჩვენ ამერიკა და დასავლეთი გვმართავს. ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ნამდვილად ქართულად უცემს გული, ყველა წაესია და მარტო დატოვეს, რომ წააქციონ.
დასავლეთს ბოზი ქალებივით ეძლევიან. თავმოყვარეობა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებას და იქამდე მიმიყვანეს, რომ ამას ვაცხადებ“,- აცხადებს რეზო ამაშუკელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.