შსს ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 5 პირი, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი დაშავდა, განცხადებას ავრცელებს
10-12-2017, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 


მასში აღნიშნულია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შეტყობინება 14:44 სთ-ზე შევიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა კი მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.

 


„გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

 


გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა)“, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი