საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა განუცხადა.
გამოცემას სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმაც დაუდასტურა.
„დიახ, მიხეილ სააკაშვილი უკვე კრეშატიკის 42 ნომერში, პეჩერსკის სასამართლოშია“, განაცხადა ბოგომაზოვმა.
უკრაინის სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უნდა იმსჯელოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.