ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისთა ნაწილი გადაიდო. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეისების გადადების მიზეზი უამინდობა გახდა.
„ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს 11 დეკემბერს.
ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 სთ-ზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 20:15 სთ.
ცვლილება შეეხო სხვა რეისებსაც - 11 დეკემბერს 06:35 სთ-ზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 სთ-ზე.
ბერლინში ჩაფრენის დრო - 17:40 სთ (ბერლინის დროით).
ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 სთ-ზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო - 12 დეკემბერი, 01:05 სთ.
ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 სთ-ზე. მილანში ჩაფრენის დრო - 11 დეკემბერი, 22:10 სთ (მილანის დროით).
მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 სთ-ზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა 12 დეკემბერს, 05:45 სთ-ზე.
ვწუხვართ, უამინდობის გამო შექმნილი დაყოვნებისათვის და სასიამოვნო ფრენას გისურვებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მდაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს : 0431 23 70 00; 0431 23 70 01", აღნიშნულია ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.