ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ „საქართველოს ბიზნესასოციაციაში”, გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომლის დანერგვასაც სამინისტრო მომავალ წელს გეგმავს, აღნიშნული განცხდება ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „საქართველოს ბიზნესასოციაციასთან” შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის. დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ეს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებს ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება დღგ-ის რეფორმის ნაწილს, მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე ხვალ პარლამენტში დეტალურად საუბარს აპირებს.
„ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტში და აქედან გამომდინარე, ის ეხება ყველა სექტორს. ვიზიარებ პოზიციას, რომ მთავრობა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა იყოს ბიზნესისთვის მოქნილი, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ.
ვფიქრობთ, თითოეულ სექტორს როგორ მივცეთ დამატებითი შეღავათი. მაგრამ კიდეც ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს გადასაწყვეტი”, განაცხადა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.