თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საუბრისას.
„მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა გვაჩვენა 17.6%-ით. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდეც უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით", აღნიშნა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას ფინანასთა სამინისტრო იუწყება.
2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.