საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა კიევში, პეჩერსკის სასამართლოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი იმღერეს.
სასამართლო დარბაზში მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა მანამდე უკრაინის ჰიმნი შეასრულეს, რომელიც შეძახილებით - „დიდება უკრაინას! გმირებს დიდება!“ - დაასრულეს.
კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში დღეს სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.