კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
სააკაშვილმა სასამართლო პროცესს სასაცილო უწოდა.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სასაცილო საქმე. პროცესი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო, მათ გადაწყვიტეს ჩაატარონ 6 კვადრატულ ოთახში. უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს ამას.... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდი ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი....
არაფრის მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი. მე თავს ვთვლი უკრაინელი ოლიგარქის, ასევე ვლადიმერ პუტინის ტყვედ. მე არ ვთვლი, რომ მე ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული, რადგან ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამას აწარმოებენ უკრაინელი ოლიგარქები. მინდა მოგიწოდოთ რომ ნუ შეგეშინდებათ. ხალხმა რომელმაც გამათავისუფლა აჩვენა, რომ ისინი არიან გმირები", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.