„დელტა“-ს ხელმძღვანელობამ კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
11-12-2017, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსსტც „დელტა“-ს ხელმძღვანელობამ კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.


ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრო. სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელის უჩა ძოძუაშვილის მოხსენება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმაც მოისმინეს.

 

 

2017 წლის განმავლობაში „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 274 სეტყვასაშიში ზონა ჯამში 3790 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტით დაამუშავა. წლის განმავლობაში ჩატარებული სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების ეფექტიანობამ 96,3% შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ეფექტიანობამ 25 600 000 ლარი.

 

 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც „დელტამ“ 2013 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის დაკვეთით. სისტემის როგორც ელექტრონული, ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში „დელტას“ საწარმოებშია დამზადებული. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 83 ერთეული სტაციონარული სარაკეტო გამშვები მთელი კახეთის მასშტაბით.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი