უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პეჩორის სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ლუცენკოს თქმით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
„სასამართლოს ყველა მტკიცებულება გადავეცით. ამის მიუხედავად, ის გაათავისუფლეს. ემოციებისგან თავს შევიკავებ, დაველოდოთ აპელაციას“, განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
კიევის პეჩორის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ გაითვალისწინა და სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან რადას დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდების მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.
სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, სააკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ იგი, როგორც სიმბოლო, ისე დააპატიმრეს.
„პუტინს ასეთი სიმბოლო ხადარკოვსკი ჰყავდა. იანუკოვიჩისთვის სიმბოლო იულია [ტიმოშენკო] იყო, პოროშენკოსთვის სიმბოლო რატომღაც მე გავხდი. მე სრულებით არ მახარებს ეს“, აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, მისი გათავისუფლების მიზეზი ხალხის ის რაოდენობა გახდა, რომელიც მის მხარდასაჭერად კიევის ქუჩებში გამოვიდა.
„დღეს სასამართლომ არ შეასრულა მათი ბრძანება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან უკრაინაში ყველაფერი არ არის დაკარგული“, თქვა სააკაშვილმა მედიასთან საუბრისას.
„ხალხის შეეშინდათ, ეს არის დიდი გამარჯვება”, დაამატა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.