თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრებისგან შემდგარ კლუბში ის მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ეს მხოლოდ პიარაქციას ემსახურება. დავით თევზაძემ ეს, გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა და ამით თინა ხიდაშელის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან კლუბურ ფორმატში ითანამშრომლებს.
,,კლუბი ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და კლუბში არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ეს პიარაქციაა. მსგავსი რაღაც ირაკლი ალასანიამაც დააპირა, პრაქტიკულად, თითო შეხვედრა ჩატარდა. როგორც გამოირკვა, შეხვედრები სხვადასხვა სამხედრო პირთან ჩატარდა და ყველა ბითურად დატოვა“,- აცხადებს თევზაძე.
ამასთან, თევზაძე აღნიშნავს, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან არასდროს დაჯდება ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან.
,,ქართული ჯარის წინაშე ყველაზე დიდი დანაშაული ირაკლი ოქრუაშვილს მიუძღვის. კონკრეტულად, მან ის ძირითადი რგოლები დაშალა, რომელიც იყო ჯარში აწყობილი და ფუნქციონირებდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რგოლები გაენადგურებინა. მაგალითად, სტრატეგიული დაზვერვის დეპარტამენტი, თვენახევარიც არ დასჭირვებია, ისე გაანადგურა, რომელიც ექვსი წლის მანძილზე რუდუნებით იქმნებოდა, ძალიან სერიოზული ნამუშევარი გვქონდა კონფიდენციალურად. ვინ წაიღო ის მნიშვნელოვანი მასალები, დღეს ვის ხელშია, აი, ეს არის ძალიან საინტერესო. ამიტომაც ვერ დავდჯდები ირაკლი ოქრუაშვილთან ერთ მაგიდასთან. შეიძლება პიროვნულად კარგი ადამიანია, მაგრამ როგორც თავდაცვის მინისტრმა ხელი შეუწყო ქართული არმიის რღვევას, იმ საფუძვლების მოშლას, რომელიც დიდი სირთულეების ხარჯზე იქმნებოდა“,- განაცხადა დავით თევზაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.