თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის სამსახურების ნაწილის შემოწმებას აუდიტის სამსახური წლის ბოლოსთვის დაასრულებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღეში გაკეთდება განცხადება, მერიის მხრიდან სხვა სამსახურების შემოწმების მოთხოვნასთან დაკავშირებითაც.
„მერიის სამსახურების ნაწილში აუდიტის სამსახური შესული იყო და ამოწმებენ. წლის ბოლოს უნდა დასრულდეს შემოწმებები, თუმცა ჩვენ მომდევნონ დღეების განმავლობაში გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა, კიდევ სხვა სამსახურებშიც მოხდეს აუდიტის მხრიდან შემოწმება“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.