საქართველოს სახალხო არტისტი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მსახიობი რუსთაველის თეატრიდან, სადაც 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ტაშით გააცილეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე დიმა ჯაიანის ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები იმყოფებოდნენ. პანაშვიდს ესწრებოდნენ ასევე პრემიერ მინისტრი და დედაქალაქის მერი.
სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი მძიმედ იყო ავად.
იგი სენაკში, 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.
სპექტაკლებში განსახიერებული აქვს როლები: მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), მეფე ჰოკონ ჰოკონსენი(იბსენი, "ბრძოლა ტახტისათვის"), ელიზბარ ერისთვი(გ. ბათიაშვილის, "1832") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "პირველი მერცხალი" (1975), "ოგარიოვის 6" (1980), "ვინ არის მეოთხე?" (1985). “სტალინის დაკრძალვა” (1989).
2013 წლიდან ჯაიანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო.
1998 წელს ღირსების ორდენი, 1995 წელს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1989 წელს საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის წოდება მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.