მოლოდინი გვაქვს, თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნაა გამოცხადებული, შესაბამის სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში, მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გააკეთა.
მამუკა ვასაძის განმარტებით, უკრაინის შესაბამის ორგანოებში ყოფილი პრეზიდენტის ექსტარდიციის მოთხოვნა რამდენჯერმე გაიგზავნა და ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ მოთხოვნისთვის ახალი გარემოება არ არსებობს.
„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. თავის დროზე მივმართეთ რამდენჯერმე და მივიღეთ შესაბამისი პასუხები. ამ ეტაპზე განსაკუთრებული გარემოება იმისა, რომ ისევ მივმართოთ, არ არსებობს. მოლოდინი გვაქვს თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნა არის გამოცხადებული, რომ რომელიმე სახელმწიფოებში მათი დაკავების შემთხვევაში მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდება. ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ნებისმიერ ძებნილთან მიმართებაში“, განაცხადა მამუკა ვასაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.