„არმიჰოლში“ „დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
12-12-2017, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

 

 

სწავლების ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინიტრს ლევან იზორიას, „დიდგორი 2017“-ის მიმდინარეობის და განხორციელების შედეგები გააცნო. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლები, ბრიგადის გენერლები შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სწავლების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სერტიფიკატები გადასცეს.

 


„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში 13-დან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

 


მასში სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენლმა მიიღო მონაწილეობა.

 


სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ეფექტურების გაძლიერება იყო.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი