შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხაშურში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული გ.ძ. გამოავლინეს და ამხილეს.
„სამართალდამცველებმა ხაშურში, ოქტომბრის ქუჩაზე, მხილებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ფიჭვის ჯიშის ხის, უკანონოდ მოჭრილი, 22 სამმეტრიანი სამასალე მორი აღმოაჩინეს.
გამოძიება მიმდინარეობს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.