ალაბამას შტატში სენატის არჩევნებში დონალდ ტრამპის ფავორიტი როი მური დემოკრატმა დაგ ჯონსმა დაამარცხა
13-12-2017, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ალაბამას შტატში ჩატარებულ სენატის არჩევნებში დონალდ ტრამპის ფავორიტი როი მური დემოკრატმა დაგ ჯონსმა დაამარცხა. 63 წლის ყოფილი პროკურორი პირველი დემოკრატია ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელმაც ალაბამაში სენატის არჩევნები მოიგო.

 

 

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, დაგ ჯონსის გამარჯვება გულისხმობს მოულოდნელ დარტყმას პრეზიდენტი ტრამპისთვის, რომელიც მხარდაჭერას ბატონ მურს უცხადებდა.

 

 

მურს აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერა მას შემდეგ აქვს, რაც სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. 70 წლის ყოფილ მოსამართლეს, რომელიც გოგონებზე ძალადობაში დაადანაშაულეს, „რესპუბლიკელების" დიდი ნაწილი გაემიჯნა.

 

 

„რესპუბლიკელი" მური ბრალდებების გარდა მკვეთრად ანტი-ლგბტ მოსაზრებებით გამოირჩევა და ჰომოსექსუალიზმის არალეგალურობაზე ხშირად საუბრობს, თუმცა, მთავარი მიზეზი, რამაც ვაშინგტონელი კონსერვატორების შეცბუნება გამოიწვია, მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები იყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი