თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა, მწვანე ნარგავების ჭრის საფასური გაიზარდოს. როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხა „არაადეკვატური და არასერიოზულია“.
„გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურს, ასევე მაია ბითაძეს მინდა დავავალო, რომ ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის საწყის ეტაპზე უშუალოდ ჩაერთოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მოხდეს მწვანე სივრცეების, პარკების, სკვერების ხარჯზე. როგორც ტრანსპორტის როლი არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია მწვანე ნარგავებიც.
რაც შეეხება ისეთ პროექტებს, რომლებზეც ნებართვა უკვე გაცემულია, მაგრამ არ არის გადახდილი საკომპენსაციო თანხები, გავალებთ, რომ დაინტერესებულ პირს მოჭრის ნაცვლად, მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა მოსთხოვოთ. ინდივიდუალურად მოგიწევთ ამ სამუშაოს გავლა, ეს შრომატევადია, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი.
უმოკლეს ვადებში მოამზადეთ სამართლებრივი ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში მოჭრის საკომპენსაციო თანხების რამოდენიმეჯერ გაზრდასთან დაკავშირებით. დღეს საშუალოდ საკომპენსაციო თანხა ერთ ხეზე 700 ლარია, რაც ნამდვილად არაადეკვატური და არასერიოზულია. ვიცი რომ კანონში ცვლილებებია საჭირო, ამიტომ დაიხმარეთ პარლამენტი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. შესაბამისად, შემოსული თანხები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული მწვანე სივრცეების შექმნაზე, ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, სკვერების მოვლა-პატრონობაზე“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.