კახა კალაძის თქმით, მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს რამდენიმე ახალი სამარშრუტო ხაზი ემატება
13-12-2017, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, კალაძემ განიხილა საკითხი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ახალი მარშრუტების დამატებას ეხება.

 

 

მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს ორი ახალი - N54 და N64 მარშრუტი ემატება, რადგან კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.

 

 

„ახალი, N54 მარშრუტი ემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს, საბურთალო-ვაკის ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება N82 ავტობუსის დამატება“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, N64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი