თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მტკვარზე უკანონო მშენებლობები დაფიქსირდა. აღნიშნულ საკითხზე კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„თუ გახვალთ, დაინახავთ, რომ ძალიან ცუდი რამ ხდება. ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. მე ვიცი, რომ ცვლილებების პროექტი მომზადებულია, რომლის დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის, დროებითი და მსუბუქი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას, მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად შესაძლებელია ამის გაკეთება. ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო მისული ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობას. მივეცით გარკვეული ვადები, რომ თვითონვე დაშალონ შენობა-ნაგებობა, ეს უსახური შენობა, თუ არადა, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.