მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში
13-12-2017, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დაიწყო „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა, რომელსაც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცნობს.

 

 

2018 წლის ბიუჯეტი უზრუნველყოფს, დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

მისი თქმით, 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი, სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საქართველოსთვის ახალი, 3-წლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.

 

 

„საერთაშორისო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების და შესაბამისად როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით“, განაცხადა  მინისტრმა.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის 3 ძირითად პრინციპს ითვალისწინებს: მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა საინვესტიციო (კაპიტალური) ხარჯების დასაფინანსებლად, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი