პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროსაბჭოს ანგარიშით მოსახლეობას ატყუებს, რომ თითქოს ქვეყანას საქმე მისალოცად აქვს. ამის შესახებ სოსო ცინცაძემ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,რიგის სამიტთან დაკავშირებით რომ გვატყუებენ, ევროსაბჭომ რაღაც ანგარიში გამოაქვეყნა, ძალიან მაგრები ვყოფილვართო, მაგრამ შედეგი არის ნული. თურმე, 4 პუნქტი შევასრულეთ, 3 ვერ შევასრულეთ, ამ დროს თეა წულუკიანი გამოდის და იძახის: მე მინდა, მთელ საქართველოს მივულოცოო. რა გვაქვს მოსალოცი, 4 პუნქტი რომ შევასრულეთ? რაღაცას გადმოგვიგდებენ, თავზე ხელს გადაგვისვამენ და მორჩა, ერთმანეთს ვულოცავთ“,- აცხადებს ცინცაძე.
ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის მომავალზე იზრუნოს, მხოლოდ ,,კინკლაობით“ და გაურკვეველი საკადრო პოლიტიკით არის დაკავებული.
,,იგივე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც შეიძლება გაჩმახება, მაგრამ ვინმეს აქვს დღეს საამისო პოლიტიკური ნება და თავი? დღეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ნებაა - კინკლაობა, ინტრიგები და გაურკვეველი საკადრო პოლიტიკა. ხაზგასმით ვამბობ, აუხსნელი და გაურკვეველი საკადრო პოლიტიკა“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.