ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ექსპორტის მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მან აღნიშნა, რომ სასაქონლო იმპორტი 3 ჯერ მეტია ექსპორტზე და ეს წარმოადგენს მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.
„ამ მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს: ვაჭრობასა და მომსახურებაში ექსპორტ-იმპორტის სალდო, ფულადი ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციებით შექმნილი კომპანიების მოგება. ეს უკანასკნელი არის ასევე, მინუსი მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, თუმცა, იმავდროულად იგი “შინაარსობრივად” არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირება ხდება. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელი კომპონენტის გამოკლებით შევხედავთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს დავინახავთ, რომ ჩვენ გვაქვს არა თუ (მიმდინარე ანგარიშის) დეფიციტი, არამედ პროფიციტი მშპ-ის 2.7 პროცენტის ოდენობით”, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდის შედეგად, სრულად ფინანსდება ტურიზმიდან და ფულადი ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით და უფრო მეტიც, აჭარბებს მას.
„ეს არის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმალურს ამ დინამიკის გასაძლიერებლად“, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.