NDI-ს კვლევის შედეგებით, მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ
11-05-2015, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მოქალაქეებს საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "რედისონში" გაიმართა.


შეკითხვაზე: რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა? – 43 %-მა აირჩია კატეგორია "სრულად ვეთანხმები", 37 % აღნიშნულს "ნაწილობრივ ეთანხმება", 12 % "ნაწილობრივ არ ეთანხმება", 4 % კი – "საერთოდ არ ეთანხმება".


რაც შეეხება სხვა მოსაზრებებს: გამოკითხულთა 23 % სრულად, 37 % კი ნაწილობრივ ეთანხმება, რომ "არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება თავისუფლად იმუშაონ და გააკონტროლონ მთავრობის საქმიანობა".


მოსაზრებას: "ჩემნაირ ხალხს შეუძლია მთავრობაზე გავლენის მოხდენა" – სრულად ეთანხმება 13 %, ნაწილობრივ ეთანხმება – 36 %, ნაწილობრივ არ ეთანხმება – 21 %, საერთოდ არ ეთანხმება 20 %.

 


მოსაზრებას: "მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებში ვის მივცემ ხმას, მაინც არაფერი შეიცვლება" – სრულად ეთანხმება 15 %, ნაწილობრივ ეთანხმება 26 %, ნაწილობრივ არ ეთანხმება 28 % და საერთოდ არ ეთანხმება 23 %.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი