22 მოწმის ჩვენებისა და ორსაათიანი ვიდეომასალის გაცნობას ერთ კვირაზე მეტი არ სჭირდება, განაცხადა პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობას პროცესის ერთი თვით გადადების თაობაზე არ დაეთანხმა.
როგორც პროკურორი აცხადებს, ბრალდებულის ტაქტიკაა, გააჭიანუროს პროცესები.
„პროკურატურა არ აპირებს, დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ტაქტიკის განხორციელებაში", აცხადებს ნადარეიშვილი.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს. გოგლიჩიძე საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაქირავებული ადვოკატების აცილება თავად სააკაშვილმა მოითხოვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა საქმის მასალების გასაცნობად, ერთთვიანი ვადა მოითხოვა, რასაც არ დაეთანხმა პროკურორი და სასამართლოს სთხოვა, ადვოკატისთვის მტკიცებულებების გასაცნობად ერთი კვირა მიეცა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.
გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.