დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, საახალწლო დღეებში, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, გარევაჭრობა ნებადართულია მხოლოდ შემდეგ ადგილებში:
გლდანი-ნაძალადევში
მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია;
მარატ ნოზაძის ქუჩა;
მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;
თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი;
დიდუბეში
„დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;
ვაკე-საბურთალოზე
„დელისის“ მეტროს მიმდებარედ;
მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ;
ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;
სპორტის სასახლის მიმდებარედ;
ისანი-სამგორში
ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;
მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა;
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.