ლევან იზორია: Javelin-ი არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა
14-12-2017, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინთან“ დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც საქართველომ შეიძინა ან მომავალში შეიძენს, თვდაცვითი ხასიათის იარაღები იქნება.

 

 

„ანტისატანკო სისტემა „ჯაველინები“ არ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება. ის არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი ერთადერთი მიზანია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები, თავდაცვითი ხასიათის იარაღები. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ, ეს გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა ჯაველინების სახით“, განაცხადა ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ, ქართული მხარისთვის „ჯაველინის“ გადაცემა აშშ-სა და საქართველოს ყველაზე მსხვილი სამხედრო გარიგებაა, რამაც შესაძლოა, საქართველოს ახალი და სახიფათო ავანტიურებისკენ უბიძგოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი