თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ დისკუსია გამართეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) თანამშრომლობით მიმდინარე „სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის“ ფარგლებში გაიმართა.
დისკუსიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ღონისძიებას ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარკ ლეიტი და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის წარმომადგენელი, „სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის“ ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მარის ტუტინსი უძღვებოდნენ.
განხილვის თემები ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების მიზნები, მნიშვნელობა, პოლიტიკა და კონცეფციები იყო. დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესების, უწყებათშორისი კოორდინაციისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი ლატვიის დედაქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსა და „ნატოს სტრატეგიულ კურსს“ შეეხო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციების - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელების მნიშვნელობა.
„სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი“ მიზნად საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს. ხუთდღიანი ტრენინგი, რომელსაც სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან ხვალ დასრულდება", ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.