კადეტებმა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართეს
14-12-2017, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს გენერალ გიორგი კვინიტაძეს სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 


სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონცერტი გამართეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე დაესწრნენ.

 


კადეტებმა საღამოზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. მათ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ქართული ხალხური ცეკვები შესთავაზეს და ლექსები წაუკითხეს.

 


სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ კადეტებთან ერთად პატარებს ტკბილეული, დაშავებულ სამხედროებს კი -სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი